ძვირფასო მომხმარებლებო!
“ლილო მოლი“-ის ტერიტორიაზე ვიზიტორების ყოფნა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ლილო მოლი- ის შინაგანაწესით.
კერძოდ, ლილო მოლის– ის წესების თანახმად, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ვრცელდება შემდეგი შეზღუდვები და მოთხოვნები (ამონაწერი შინაგანაწესიდან):
-
ლილო მოლში 14 წლამდე ასაკის ბავშვების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ უფროსების თანხლებით.
-
ლილო მოლის უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს, ხელი შეუშალონ 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შემოვიდნენ ლილო მოლის ტერიტორიაზე თანმხლები სრულწოვანი პირის გარეშე.
-
ლილო მოლის ტერიტორიაზე მოწევა ნებადართულია მხოლოდ ღია სივრცეებში, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორი 18 წელზე უფროსია.
-
ნებისმიერი ღონისძიება (საქველმოქმედო და კომერციული მოქმედებების ჩათვლით, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენების ჩათვლით) უნდა განხორციელდეს მხოლოდ ლილო მოლის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვით.
-
ლილო მოლის ტერიტორიაზე ფოტო და ვიდეო გადაღება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი ნებართვით.
-
აკრძალულია ლილო მოლში ცხოველების შეყვანა, გარდა ე.გ პატარა ჩანთის ძაღლებისა.
-
აკრძალულია უნებართვო ვაჭრობა და რეკლამირება.