გარდაიცვალა კოტე კაპანაძე
განცხადებები
15 აგვ. 2023
სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ კონსტანტანტინე (კოტე ) კაპანაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი კოტე ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.
“ ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი კოტეს გარდაცვალებას.
პანაშვიდი:
* თბილისი: 16 და 17 აგვისტო. მისამართი: ქ. თემქის დასახლება, სადმელის ქ.36;
* სოფელი კორბოული: 18 აგვისტო, მისამართი: იუსტიციის უბანი;
დაკრძალვა: შაბათს, 19 აგვისტოს, 14.00-ზე, სოფელი კორბოული.
„ლილო მოლის“ მეწარმეებისთვის კრედო ბანკს სასიამოვნო სიახლე აქვს!
სიახლეები
26 სექ. 2023
„ლილო მოლის“ მეწარმეებისთვის კრედო ბანკს სასიამოვნო სიახლე აქვს!
ახლა უკვე, Mycredo - ს საშუალებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტ მეგაბაიტების გარეშეც კი, უმარტივესად გადაიხადოთ საიჯარო ქირა, ისარგებლოთ კალათით „ლილოს იჯარა“.
ასე რომ, გირჩევთ გადმოწეროთ Mycredo - ს აპლიკაცია. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ანგარიშის გახსნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 42 42 42
შოვის ტრაგედია 07.08
განცხადებები
7 აგვ. 2023
ადამიანი ლამის ყოველ წამს ეჩეხება მეორე გაგულისებულ ადამიანს, გაჭირვეულებულ ბუნებას, გაჯიუტებულ ფიქრსა თუ ზრახვას...
წლევანდელი ზაფხული და რაჭაში განვითარებული მოვლენები ქართველთა სულიერ და ფიზიკურ გამოცდად იქცა.
კომპანია ,,ლილო მოლი“ სრულად იზიარებს ჭირისუფლად ქცეული საქართველოს ტკივილს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს გადარჩენილებს, რომელთაც სიცოცხლე უნდა განაგრძონ.
სიცოცხლის გაგრძელება ეგებ ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე მამაცური მოვალეობაა.
keepz -ით მომენტალურად მიიღებ ნებისმიერ თანხას!
სიახლეები
23 სექ. 2023
კარგი სიახლე "ლილო მოლის" მოვაჭრეებისთვის
დაგვიმეგობრდა კომპანია ქიფსი
დღეიდან ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია მიიღოს თანხა მომხმარებლისგან უნაღდო ანგარისშორებით, ქიფსის საშუალებით
@keepz დაყენება ჩვენი მოვაჭრეებისთვის უფასოა
თანხას კი მომენტალურად მიიღებთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0 322 205 04 02
ან მიწერეთ ქიფსის: https://www.facebook.com/keepz.me.official