საიუბილეო კონკურსის გამარჯვებულები

"ლილო მოლმა" ფეისბუქ გვერდის საიუბილეო კონკურსის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. 18 მაისს კომპანიამ 26 წლის იუბილე აღნიშნა და ამასთან დაკავშირებით, გამოავლინა 2 გამარჯვებული, რომელმაც, ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ფორმით მიულოცა კომპანიას დაბადების დღეს. ავთანდილ ფეიქრიშვილმა და ნატა გულარაშვილმა თავად შეარჩიეს საჩუქრები სავაჭრო ცენტრის მაღაზიებში.