"სიკეთის თვე რაჭაში" ლილო მოლი საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით რაჭაში აქცია ,,ივლისი -სიკეთის თვე რაჭაში" განხორციელდა.
ღონისძიება ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" ორგანიზებით, კომპანია "ლილო მოლის", ,,ლიდერის", ,,თეატრალური კვარტეტის" , ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
წელს ,,სიკეთის თვის" აქციაში რაჭაში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს გადაეცა სურსათი და სასაჩუქრე პაკეტები, მოეწყო ე.წ. ,,სიკეთის საღამოები" ბავშვებისთვის, რომლის ფარგლებში ბავშვებს დაურიგდათ ნაყინი.