top of page

“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა

სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ თენგიზ გავაშელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი თენგიზი გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.
“ ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი თენგიზის გარდაცვალებას.

კომპანია "L TV"-ს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისგან „სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის“ ჯილდო გადაეცა

"ლილო მოლის" შვილობილ კომპანია "L TV"-ს
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისგან „სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის“ ჯილდო გადაეცა.

სამგორის რაიონში სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" მხარდაჭერით გამწვანების აქცია გაიმართა

სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლისა” და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სამგორის რაიონში გამწვანების კიდევ ერთი აქცია გაიმართა.
180-ე სკოლის მიმდებარედ დაირგო კვიპაროსის ნერგები.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს “ლილო მოლის” დამფუძნებლებმა, ბატონმა ვაჟა უსანეთაშვილმა, გიორგი კვარაცხელიამ, კომპანიის თანამშრომლებმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რეზი სოხაძემ.
სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ყოველთვის აქტიურად ერთვება გარემოსდაცვით კამპანიებში.

კონსტანტინე (კოტე) კაპანაძის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა გაიხსნა

„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კონსტანტინე (კოტე) კაპანაძის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა გაიხსნა, სახელწოდებით:
„სიცოცხლე გრძელდება- თქვენით და თქვენთვის“.

გარდაიცვალა კოტე კაპანაძე

სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ კონსტანტანტინე (კოტე ) კაპანაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი კოტე ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.
“ ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი კოტეს გარდაცვალებას.
პანაშვიდი:
* თბილისი: 16 და 17 აგვისტო. მისამართი: ქ. თემქის დასახლება, სადმელის ქ.36;
* სოფელი კორბოული: 18 აგვისტო, მისამართი: იუსტიციის უბანი;
დაკრძალვა: შაბათს, 19 აგვისტოს, 14.00-ზე, სოფელი კორბოული.

შოვის ტრაგედია 07.08

ადამიანი ლამის ყოველ წამს ეჩეხება მეორე გაგულისებულ ადამიანს, გაჭირვეულებულ ბუნებას, გაჯიუტებულ ფიქრსა თუ ზრახვას...
წლევანდელი ზაფხული და რაჭაში განვითარებული მოვლენები ქართველთა სულიერ და ფიზიკურ გამოცდად იქცა.
კომპანია ,,ლილო მოლი“ სრულად იზიარებს ჭირისუფლად ქცეული საქართველოს ტკივილს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს გადარჩენილებს, რომელთაც სიცოცხლე უნდა განაგრძონ.
სიცოცხლის გაგრძელება ეგებ ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე მამაცური მოვალეობაა.

"ლილო მოლის" შვილობილი კომპანია "ფოკუს სტუდიოს" განცხადება

Loko Mall's subsidiary Focus Studio's Customer L TV submits a declaration to Focus Studio Ltd at the following link:

To view the annual report of "Focus Studio" Ltd.

bottom of page