top of page

ჩვენი ისტორია

 

კომპანია "ელსავაკო", ამჟამად უკვე "ლილო მოლი", დაფუძნდა 1991 წელს. ის იყო  მსგავსი ტიპის  პირველი  კომერციული ცენტრი, რომელმაც  ხელისუფლებისგან ოფიციალურად მიიღო  ნებართვა სამეწარმეო საქმიანობაზე. სავაჭრო ცენტრის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, აქ წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასები და როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის შესაძლებლობა გახდა ის კონკურენტული უპირატესობა, რომელმაც კომერციული ცენტრის წარმატება განაპირობა. წლების განმავლობაში მისი პროდუქტით მარაგდებოდა არა მხოლოდ საქართველოს რეგიონები, არამედ ამიერკავკასიის ქვეყნების დიდი ნაწილი.

ამჟამად "ლილო მოლის" საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი  6000-მდე სავაჭრო ობიექტით.

 

საქმიანობა

”ლილო მოლი” წარმოადგენს ამიერკავასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრს  როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის სფეროში. ის ახორციელებს კომერციული ცენტრის მენეჯმენტს, რაც   ძირითადად  მის საკუთრებაში არსებული  სავაჭრო ფართების იჯარით  გაცემაში  გამოიხატება.

მეწარმეთა ის კონტიგენტი, რომელიც  კომერციული ცენტრის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობითაა დაკავებული,   დაკომპლექტებულია  მრავალეთნიკური ჯგუფებით. ასევე მრავალფეროვანია ის პროდუქციაც, რომლის საცალო და საბითუმო რეალიზაციაც ხორციელდება  სავაჭრო ცენტრში.

 

კორპორაციული კულტურა

 

"ლილო მოლის" კორპორაციული კულტურა დაარსების დღიდან ყალიბდება და  შემდეგ ფასეულობებზეა დაფუძნებული:

  • პატივისცემა
    წლების განმავლობაში კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს   ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები აქვთ ჩამოყალიბებული. თავის მხრივ, თითოეული კადრის შერჩევის პრინციპი იმას გულისხმობს, რომ გუნდში მივიღოთ ადამიანი, რომელიც კვალიფიკაციასთან ერთად პიროვნულ პატივისცემასაც იმსახურებს. "ლილო მოლი" სწორედ ასეთი კადრებით არის დაკომპლექტებული, რაც ჩვენს ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს და კომპანიის სტაბილურობაზე აისახება.

  • პატიოსნება
    ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა. ერთგული კადრები და მათი საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გვეხმარება პარტნიორებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვებაში.

  • საერთო მიზნები და ინტერესები
    არის ის ფასეულობა, რომლის დამსახურებითაც კომპანია არსებობის 20 წლის მანძილზე იგივე შემადგენლობის გუნდის მიერ იმართება. ურთიერთპატივისცემა, საერთო საზრუნავი და გულწრფელი ურთიერთობები არის გარანტი ჩვენი კომპანიის მდგრადობისა. ყოველდღიურად მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოებული ბიზნეს მოლაპარაკებები, ცვლილებებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, განვითარებაზე ორიენტირებული სიახლეების დანერგვა, შიდა განწყობა და ერთმანეთის ნდობა პრობლემების გუნდურად გადაჭრის მაღალ უნარზე მეტყველებს.

 

ქველმოქმედება

 

ქველმოქმედება კომპანია "ლილო მოლის" ერთ-ერთ პერმანენტულ საქმიანობას წარმოადგენს. ყოველდიურად შემოსული თხოვნის წერილები კომისიის განხილვაზე გადის და მათი მთლიანი ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად რელევანტურია კომპანიის რეაგირება ამა თუ იმ განმცხადებლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რიგგარეშე კომისია იკრიბება მაშინ, როცა სტიქიური უბედურების, შეიარაღებული კონფლიქტისა თუ სხვა მოულოდნელი მოვლენების შედეგად ქვეყანაში ჩნდებიან ადამიანთა  ჯგუფები, რომელთაც დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროებათ. ქველმოქმედება ხორციელდება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის, ბიზნეს ასოციაციის, თბილისის მერიისა თუ საქართველოს მთავრობის შუამავლობით.

bottom of page